ხშირად დასმული კითხვები

როგორია ონლაინ დაბრუნების პოლიტიკა?

თქვენ გაქვთ 24 საათი შეკვეთის მიღების დღიდან, რათა შეგვატყობინოთ ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შესახებ. შეტყობინების გამოგზავნის შემდეგ, გაქვთ დამატებითი 24 საათი პროდუქტის უკან დასაბრუნებლად.

ამ ვადების დარღვევით გამოგზავნილი მოთხოვნები შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება როგორც სრულ ფასად შეძენილ, ისე ფასდაკლებულ ნივთებზე.

დაბრუნების პოლიტიკის დაცვით გამოგზავნილ ყველა პროდუქტზე თანხა ანაზღაურდება მყიდველის იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. თანხის დაბრუნება მოიცავს პროდუქტის ღირებულებასა და შესაბამის გადასახადებს, თუმცა არ მოიცავს მიწოდების საფასურს.